გეკითხები

უბრალოდ, ყოველგვარი წყენისა და ბლა, ბლა, ბლას-ს გარეშე მინდა გითხრა რომ მიყვარხარ და გაფასებ. ახლა არ მითხრა: მაფასებ რა, ვიტრინაში გამოკიდებული მაიკა კი არ ვარო.

იქნებ ფიქრობ , რომ ქარაფშუტა ვარ? ხანდახან მგონია, რომ ასე ფიქრობ. სულელი გოგო, რომელსაც სერიოზულად ვერ აღიქვამ.

ხომ გახსოვს მითხარი, რომ ისეთი გიყვარვარ როგრიც ვარ. გახსოვს? მიუხედავდ ჩემი გულმავიწყობისა, მე მახსოვს. ჰოდა, ახლა, მინდა კიდევ კარგად დაფიქრდე და იგივე გაიმეორო. დარწმუნებული ხარ რომ გიყვარვარ? Continue reading

Advertisements