ხვალე…

დავჯექ წერად. მაგრამ არც ისე ადვილია წერო მაშინ როცა არ გეწერინება. არც იმის მოყოლა მინდა როგორ დავისვენე რაჭაში. ვთვლი რომ მკითხველისთვის უინტერესო იქნება. უბრალოდ გეტყვით რომ დავუბრუნდი ჩვეულ რიტმს ცხოვრებისას. არა ჩვეულს არა, უფრო გავაქტიურდი. გარემოს შეცვლამ დადებითად იმოქმედა. უფრო გულმოდგინედ შევუდექი საოჯახო საქმეებს, რაც არც ისე სასიამოვნოა დამეთანხმეთ ამ ამბავში გამოცდილები.

კიდევ ერთი კვირა სახლში და მერე სოფელში მივდივარ ერთი ან ორი კვირით. Continue reading

წიგნი VS ინტერნეტი

„უცებ გაითამაშებდა ხოლმე რაიმე მოულოდნელ სახეს და, რაც მთავარია, ეს მას სრულიად არ სჭირდებოდა“

საკმაოდ  ვარ ინტერნეტზე დამოკიდებული. ზუსტად აქედან გამომდინარე დავასკვენი რომ ჩემთვის წიგნი უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა ვიდრე ინტერნეტი. უფრო სწორად მივხვდი. მესამე დღეა რაც დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვები“ დავიწყე. დავიწყე და და ვეღარც მოვწყდი. თუ ადრე უმეტეს დროს კომპიუტერთან ვატარებდი და ოჯახის წევრებს ჩემს გამო შეზღუდული ჰონდათ(:D ) საერთო სარგებლობის კომპიუტერი გვაქვს), ახლა უპრობლემოდ ვთმობ ინტერნეტსივრცეს. ვიცი წიგნი მელოდება. Continue reading