ეძღვნება მას, სრულიად უანგაროდ 🙂

გოგოს თავი გვერდზე გადაეხარა და ჭერს მიშტერებოდა. თითებით ბიჭის თმას ეალერსებოდა. ბიჭს – კი სახე გოგოს კისერში ჩაერგო. მისი სურნელის დამახსოვრებას ცდილობდა თითქოს. ორივე გაუნძრევლად იწვა. უაღრესად ინტიმური ატმოსფერო შეინიშნებოდა ოთახში.

ფანჯრიდან  ნაცრისფრად ჩამოჟამული დღე მოსჩანდა. მოსჩანადა დღე, რომელიც მერყევ ადამიანებში მელანქოლიას აღვიძებდა და მათ ყველაფრის დასრულებისკენ მოუწოდებდა. Continue reading

Advertisements

შენ, როგორც ყოფილი კოლეგა

   

 შენ ფიქრობ,  რომ კარგია, როცა გაქვს სამსახური და უფრო კარგია, როცა მეგობრული და საინტერესო ხალხი გყავს შემოკრებილი. ასე ყოველი დღე განსხვავდება ერთმანეთისგან და ერთფეროვანი, მოსაწყენი აღარაა. შენ სამსახურში წასვლა გიხარია. თქვენ ყველანი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებით. მიუხედავად ამისა განსაკუთრებულად კარგი დამოკიდებულებით გამოირჩევით მთელ კომპანიაში.

  • ერთი ზედმეტად სერიოზული ტიპია, თითქმის მოსაწყენიც კი.
  • ერთი, გამორჩეულად ლამაზი და ამით ყველაფერი ნათქვამია მასზე.
  • ერთი თქვენ შორის ყველაზე ჭკვიანი, რომელსაც ყველა კითხვაზე აქვს პასუხი.
  • ერთი არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით გამოირჩევა.
  • შენ კი, შენ  ყველაზე მხიარული ხარ. გგონია ყველას უყვარხარ. შეიძლება არც ცდები.

Continue reading