გოგო “ცუდის” იმიჯით

 

 

–         ფუ, შენი! – მივაფურთხე გაგულისებულმა.

–         წადი შე ნაბოზარო – მომაძახა და წავიდა.

როგორ გაბედა! “ბაიკიდან” გადმომაგდო. ნაბიჭვარი! ჰგონია გავეკიდები? გულიანად შევუკურთხე. მისი ამალიდან ერთი გაჩერებულიყო, ისე ვიყავი გაბრაზებული ვერც კი შევამჩნიე.

–         რატომ უზრდელობ კამე? – ესღა მაკლდა რა!

–         შენ ხომ მყავხარ ანგელოზი – შევუბღვირე – იმასავით, – გზისკენ ვანიშნე.

–         წამო, წაგიყვან. სად მიდიხარ?

–         რავი, ჯანდაბაში! – ვთქვი და მოტოციკლეტზე შემოვუჯექი. Continue reading

გეკითხები

უბრალოდ, ყოველგვარი წყენისა და ბლა, ბლა, ბლას-ს გარეშე მინდა გითხრა რომ მიყვარხარ და გაფასებ. ახლა არ მითხრა: მაფასებ რა, ვიტრინაში გამოკიდებული მაიკა კი არ ვარო.

იქნებ ფიქრობ , რომ ქარაფშუტა ვარ? ხანდახან მგონია, რომ ასე ფიქრობ. სულელი გოგო, რომელსაც სერიოზულად ვერ აღიქვამ.

ხომ გახსოვს მითხარი, რომ ისეთი გიყვარვარ როგრიც ვარ. გახსოვს? მიუხედავდ ჩემი გულმავიწყობისა, მე მახსოვს. ჰოდა, ახლა, მინდა კიდევ კარგად დაფიქრდე და იგივე გაიმეორო. დარწმუნებული ხარ რომ გიყვარვარ? Continue reading