როცა მზეს ეძინა

 ბაღში, მწვანედ შეღებილ მერხზე ისხდნენ. მათ უკან ეკლესია მოსჩანდა. ცას ისეთი ვარდისფერი გადაჰკრავდა, გაზაფხულობით რომ იცის ხოლმე, წვიმამდე. ამ სურათის შემხედვარეს, მოგინდებოდათ  ფირზე  აღგებეჭდათ ეს ყველაფერი.

იცით, ისხდნენ ისე თითქოს ერთმანეთისთვის სრულიად უცხო, ორი ადამიანი შემთხვევით ჩამომჯდარაო გვერდი-გვერდ. არადა, ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. გაგიკვირდათ ხომ? ერთმანეთისთვის ბევრი რამ ჰქონდათ ნათქვამი უკვე და როგორც ჩანს კიდევ დარჩენოდათ. მაგრამ, რატომღაც ორივე დუმდა და გარშემომყოფებს მათ უცხოობაზე აფიქრებინებდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს იყო პირველი შემთხვევა რამოდენიმეწლიანი ურთიერთობის მერე, როცა ასე თითქოსდა უბრად იყვნენ ართმანეთთან. დიახ, დიახ პირველი. მე მგონია, რომ ეს იყო ის მომენტი, როცა მეგობრობა მთავრდება და რაღაც ახალი, მეგობრობაზე მეტი იწყება. ჰო, კარგით, შეიძლება არც მთავრდება, მაგრამ ახალი გრძნობა რომ ემატება ეს უეჭველია. Continue reading

Advertisements

შენ, როგორც ყოფილი კოლეგა

   

 შენ ფიქრობ,  რომ კარგია, როცა გაქვს სამსახური და უფრო კარგია, როცა მეგობრული და საინტერესო ხალხი გყავს შემოკრებილი. ასე ყოველი დღე განსხვავდება ერთმანეთისგან და ერთფეროვანი, მოსაწყენი აღარაა. შენ სამსახურში წასვლა გიხარია. თქვენ ყველანი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებით. მიუხედავად ამისა განსაკუთრებულად კარგი დამოკიდებულებით გამოირჩევით მთელ კომპანიაში.

  • ერთი ზედმეტად სერიოზული ტიპია, თითქმის მოსაწყენიც კი.
  • ერთი, გამორჩეულად ლამაზი და ამით ყველაფერი ნათქვამია მასზე.
  • ერთი თქვენ შორის ყველაზე ჭკვიანი, რომელსაც ყველა კითხვაზე აქვს პასუხი.
  • ერთი არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით გამოირჩევა.
  • შენ კი, შენ  ყველაზე მხიარული ხარ. გგონია ყველას უყვარხარ. შეიძლება არც ცდები.

Continue reading

როგორ გაგრძელდა მეგობრობა on line

თუკი შენ, ახლა, ამ პოსტს კითხულობ, მაშინ წაიკითხე ჯერ ეს პოსტი და შემდეგ განაგრძე, თუ რა თქმა უნდა გაინტერესებს როგორ გაგრძელდა ჩემი და ჩემი on line მეგობრის ურთიერთობა. მიხვდით ხომ გაბრაზებული რომ ვიყავი? ამას წინა პოსტის ბოლო აბზაცი მოწმობს. იმ ადამიანისგან გწყინს ვინც გიყვარს ასე არაა? თუმცა ეს მხოლოდ მედლის ერთი მხარეა. როცა ვწერდი დარწმუნებილი ვიყავი რომ აღარ  გავცემდი ხმას და ასე დავსჯიდი. მაგრამ გულის სიღრმეში მე თვითონ მაინც თუ მჯეროდა ამის ვერ გეტყვით. მაშ ასე, მისგან  წერილი მომივიდა. Continue reading

ჩემი on line მეგობარი

მინდა მოგიყვეთ მეგობარზე, რომელიც სამიოდე წლის წინ გავიცანი ერთ-ერთ საიტზე და გუშინ, რელიგიური აზრთა სხვადასხვაობის გამო გამომიცხადა რომ ჩემნაირ მწვალებლურაზრებიან ადმიანთან ურთიერთობას ვერ გააგრძელებდა. შოკირებული ვარ. იმის მიუხედავად (გარკვეულ მიზეზთა მიზეზების გამო), რომ არასოდეს მინახავს პირადად და არც ართმანეთის ხმა გაგვიგონია(მხოლოდ მიწერ-მოწერით შემოვიფარგლებოდით) ვთვლიდი რომ საკმაოდ კარგად ვიცნობ მას, როგორც ადამიანს. აღფრთოვანებაში მოვყავდი მის იუმორის გრძნობას და არც მე ვუჩივი მაინცადამინც. ჩემთვის არის წარმოუდგენელი, როგორ შეიძლება ამდენი ხნის მეგობრობა ერთი ხელის მისმით წაშალო იმის გამო, რომ მე-ერთ უბრალო მოკვდავს-მაქვს ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი და მართლა საეჭვო კითხვა ჩემს საკუთარ რელიგიასთან დაკავშირებით. იმის გამო რომ მე ხანდახან არ მჯერა საიქიოს არსებობის, შესაბამისად მარხვაც აზრს კარგავს ამ შეთხვევაში იმიტომ, რომ სულის ცხონებისთვის მარხულობ. Continue reading