როცა მზეს ეძინა

 ბაღში, მწვანედ შეღებილ მერხზე ისხდნენ. მათ უკან ეკლესია მოსჩანდა. ცას ისეთი ვარდისფერი გადაჰკრავდა, გაზაფხულობით რომ იცის ხოლმე, წვიმამდე. ამ სურათის შემხედვარეს, მოგინდებოდათ  ფირზე  აღგებეჭდათ ეს ყველაფერი.

იცით, ისხდნენ ისე თითქოს ერთმანეთისთვის სრულიად უცხო, ორი ადამიანი შემთხვევით ჩამომჯდარაო გვერდი-გვერდ. არადა, ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. გაგიკვირდათ ხომ? ერთმანეთისთვის ბევრი რამ ჰქონდათ ნათქვამი უკვე და როგორც ჩანს კიდევ დარჩენოდათ. მაგრამ, რატომღაც ორივე დუმდა და გარშემომყოფებს მათ უცხოობაზე აფიქრებინებდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს იყო პირველი შემთხვევა რამოდენიმეწლიანი ურთიერთობის მერე, როცა ასე თითქოსდა უბრად იყვნენ ართმანეთთან. დიახ, დიახ პირველი. მე მგონია, რომ ეს იყო ის მომენტი, როცა მეგობრობა მთავრდება და რაღაც ახალი, მეგობრობაზე მეტი იწყება. ჰო, კარგით, შეიძლება არც მთავრდება, მაგრამ ახალი გრძნობა რომ ემატება ეს უეჭველია. Continue reading

შენ, როგორც ყოფილი კოლეგა

   

 შენ ფიქრობ,  რომ კარგია, როცა გაქვს სამსახური და უფრო კარგია, როცა მეგობრული და საინტერესო ხალხი გყავს შემოკრებილი. ასე ყოველი დღე განსხვავდება ერთმანეთისგან და ერთფეროვანი, მოსაწყენი აღარაა. შენ სამსახურში წასვლა გიხარია. თქვენ ყველანი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებით. მიუხედავად ამისა განსაკუთრებულად კარგი დამოკიდებულებით გამოირჩევით მთელ კომპანიაში.

  • ერთი ზედმეტად სერიოზული ტიპია, თითქმის მოსაწყენიც კი.
  • ერთი, გამორჩეულად ლამაზი და ამით ყველაფერი ნათქვამია მასზე.
  • ერთი თქვენ შორის ყველაზე ჭკვიანი, რომელსაც ყველა კითხვაზე აქვს პასუხი.
  • ერთი არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით გამოირჩევა.
  • შენ კი, შენ  ყველაზე მხიარული ხარ. გგონია ყველას უყვარხარ. შეიძლება არც ცდები.

Continue reading