მომაბეზრებელი გრძელცხვირები

ძალიან ბევრი ადამიანია ჩემს გარშემო, რომელიც ისე გაჯახებს სიმართლეს, რომ ყბა დაგრჩება ღია. უმრავლეს შემთხვევაში სიმართლე მწარეა ხომ? და ხუმრობით შენიღბული ვითომ არააა მტკივნეული? თან ამ დროს ფოქრობენ: რა მოხდა ვხუმრობ – ო.

რამდენი ცხვირი აღმოჩენილა იქ სადაც არ ესაქმება

ეს ძირითადად მაინც კახელებს ეხებათ. ნუ მიწყენთ კახელებო, სიმართლე მწარეა-მეთქი ვთქვი უკვე. მაგრამ კახეთში არ იცავენ სუბორდიანაციას ადმიანის პირად ცხოვრებასთან მიმართებაში. (არა,სრულიად საქართველოში თუ იცავენ?! ) Continue reading

როგორ გავხდი მეძავი(ნაწ.2 დასასრული)

პირველ რიგში,სანამ კითხვას დაიწყებთ მინდოდა მეთქვა, რომ მგონი სათაური საერთოდ არაა კავშირში მოთხრობასთან. რას ფიქრობთ? გადავარქვა სახელი? ყოველთვის მიჭირდა სათაურის შერჩევა. სწორად შერჩეული სათაური კი, მოგეხსენებათ ნახევარი საქმეა. შემომთავაზეთ იდეები:)

– მშვენიერი აზრია – ჩემი შეთავაზება მოეწონა, – მაგრამ მაგას ღამეც მოვასწრებთ, ვიღაც მინდა გაგაცნო, უფრო სწორად ვიღაცები. ეს დიდი ხანია მინდა.

– ვინები ზურა?

– ჩემები…

სახტად დავრჩი. არა, მე მზად არ ვარ.  ჩვენ ხომ, არც ისე დიდი ხანია რაც ერთმანეთს ვხვდებით. მერჩივნა საიდუმლოდ დარჩენილიყო ჩვენი ურთიერთობა. თუმცა ამ პატარა ქალაქში რას დამალავ… არადა უნდა მიხაროდეს ხომ? ე.ი სერიოზულად მიყურებს ამ ყველაფრის მერე. Continue reading