კინოში მარტო არავინ დადის

პარასკევ საღამოს კინოში წასვლა გადავწყვტე. ძალიან დაძაბული დღეები მქონდა და ცოტა გულის გადაყოლება მინდოდა. იქ სადაც ადმიანები წყვილად სიარულს ამჯობინებენ მე მარტო წავედი. თქვენ წარმოიდგინეთ არც დამზარებია. ფილმი საღამოს სეანსზე ავირჩიე და სახლიდან ორი საათით ადრე გამოვედი. მომენატრა საღამოს თბილისი. ასეთი დღეები ხშირად უნდა მოვიწყო. თან ფლეილისტსაც განვაახლებ და… ვერ დავაყენე საშველი 😦

საკუთარ თავთან ყოფნას არაფერი სჯობს.

ავირჩიე სულ ბოლო რიგი. Continue reading

როცა მზეს ეძინა

 ბაღში, მწვანედ შეღებილ მერხზე ისხდნენ. მათ უკან ეკლესია მოსჩანდა. ცას ისეთი ვარდისფერი გადაჰკრავდა, გაზაფხულობით რომ იცის ხოლმე, წვიმამდე. ამ სურათის შემხედვარეს, მოგინდებოდათ  ფირზე  აღგებეჭდათ ეს ყველაფერი.

იცით, ისხდნენ ისე თითქოს ერთმანეთისთვის სრულიად უცხო, ორი ადამიანი შემთხვევით ჩამომჯდარაო გვერდი-გვერდ. არადა, ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. გაგიკვირდათ ხომ? ერთმანეთისთვის ბევრი რამ ჰქონდათ ნათქვამი უკვე და როგორც ჩანს კიდევ დარჩენოდათ. მაგრამ, რატომღაც ორივე დუმდა და გარშემომყოფებს მათ უცხოობაზე აფიქრებინებდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს იყო პირველი შემთხვევა რამოდენიმეწლიანი ურთიერთობის მერე, როცა ასე თითქოსდა უბრად იყვნენ ართმანეთთან. დიახ, დიახ პირველი. მე მგონია, რომ ეს იყო ის მომენტი, როცა მეგობრობა მთავრდება და რაღაც ახალი, მეგობრობაზე მეტი იწყება. ჰო, კარგით, შეიძლება არც მთავრდება, მაგრამ ახალი გრძნობა რომ ემატება ეს უეჭველია. Continue reading