სტუმარი

ჩემს ლოჯიაში საიდან აღმოჩნდა ან როდის დაიდო ბინა არ მახსოვს. ასაკიც ვერ გავნსაზღვრე. იმხელა იყო პატარა ბიჭი რომ აღარ ეთქმის. ოდნავ შეთხელებული თმით და საშუალო სიმაღლით. არც ისეთი სიმპათიური, როგორი მამაკაცებიც მომწონს, მაგარმ არც – შეუხედავი. არ მახსოვს, როგორ ვცხოვრობდით მის მოსვლამდე, ან ვინ ვიყავით საერთოდ. ის კი ვიცი რომ სახლში ვიყავით „ჩვენ“.

რამოდენიმე დღემ გაიარა და გადავწყვიტეთ საკუთარი თვალით გვენახა სტიქიით დაზარალებული ქალაქი. საშინელი ქარიშხალი იყო. წვიმა, სეტყვა, ქარბორბალა, გუგუნი, გრუხუნი და ელვა, როგორც ცეცხლი. იშვიათი მოვლენაა არა? Continue reading

როცა მზეს ეძინა

 ბაღში, მწვანედ შეღებილ მერხზე ისხდნენ. მათ უკან ეკლესია მოსჩანდა. ცას ისეთი ვარდისფერი გადაჰკრავდა, გაზაფხულობით რომ იცის ხოლმე, წვიმამდე. ამ სურათის შემხედვარეს, მოგინდებოდათ  ფირზე  აღგებეჭდათ ეს ყველაფერი.

იცით, ისხდნენ ისე თითქოს ერთმანეთისთვის სრულიად უცხო, ორი ადამიანი შემთხვევით ჩამომჯდარაო გვერდი-გვერდ. არადა, ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. გაგიკვირდათ ხომ? ერთმანეთისთვის ბევრი რამ ჰქონდათ ნათქვამი უკვე და როგორც ჩანს კიდევ დარჩენოდათ. მაგრამ, რატომღაც ორივე დუმდა და გარშემომყოფებს მათ უცხოობაზე აფიქრებინებდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს იყო პირველი შემთხვევა რამოდენიმეწლიანი ურთიერთობის მერე, როცა ასე თითქოსდა უბრად იყვნენ ართმანეთთან. დიახ, დიახ პირველი. მე მგონია, რომ ეს იყო ის მომენტი, როცა მეგობრობა მთავრდება და რაღაც ახალი, მეგობრობაზე მეტი იწყება. ჰო, კარგით, შეიძლება არც მთავრდება, მაგრამ ახალი გრძნობა რომ ემატება ეს უეჭველია. Continue reading