ის და მე, მე და ის…

აი, ისიც გამოჩნდა. მის სიარულის მანერას მილიონში გამოვარჩევ.ჯერ ვერ მხედავს.ხეს მოვეფარე. მისი ყურებით მინდა დავტკბე – ამაყად წელში გამართული, მედიდურად მონარნარებს. დიახ, არ ვაჭარბებ, როცა ვამბობ მონარნარებს-მეთქი. ნარ-ნარად, სექსუალურად მოარხევს თეძოებს. მოკლე ქვედაბოლო კი ორმაგად სექსუალურს ხდის მის მოძრაობას.მაღალი, სწორი ფეხები, პატარა მკერდი, მაღალი ყელი და მსხვილი ტუჩები. რაც მთავრია, დამატყვევებელი ღიმილი. იცის ალბათ რომ ძალიან უხდება ღიმილი და ამიტომაც იღიმის სულ. Continue reading

Advertisements