როცა მზეს ეძინა

 ბაღში, მწვანედ შეღებილ მერხზე ისხდნენ. მათ უკან ეკლესია მოსჩანდა. ცას ისეთი ვარდისფერი გადაჰკრავდა, გაზაფხულობით რომ იცის ხოლმე, წვიმამდე. ამ სურათის შემხედვარეს, მოგინდებოდათ  ფირზე  აღგებეჭდათ ეს ყველაფერი.

იცით, ისხდნენ ისე თითქოს ერთმანეთისთვის სრულიად უცხო, ორი ადამიანი შემთხვევით ჩამომჯდარაო გვერდი-გვერდ. არადა, ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. გაგიკვირდათ ხომ? ერთმანეთისთვის ბევრი რამ ჰქონდათ ნათქვამი უკვე და როგორც ჩანს კიდევ დარჩენოდათ. მაგრამ, რატომღაც ორივე დუმდა და გარშემომყოფებს მათ უცხოობაზე აფიქრებინებდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს იყო პირველი შემთხვევა რამოდენიმეწლიანი ურთიერთობის მერე, როცა ასე თითქოსდა უბრად იყვნენ ართმანეთთან. დიახ, დიახ პირველი. მე მგონია, რომ ეს იყო ის მომენტი, როცა მეგობრობა მთავრდება და რაღაც ახალი, მეგობრობაზე მეტი იწყება. ჰო, კარგით, შეიძლება არც მთავრდება, მაგრამ ახალი გრძნობა რომ ემატება ეს უეჭველია. Continue reading

მომაბეზრებელი გრძელცხვირები

ძალიან ბევრი ადამიანია ჩემს გარშემო, რომელიც ისე გაჯახებს სიმართლეს, რომ ყბა დაგრჩება ღია. უმრავლეს შემთხვევაში სიმართლე მწარეა ხომ? და ხუმრობით შენიღბული ვითომ არააა მტკივნეული? თან ამ დროს ფოქრობენ: რა მოხდა ვხუმრობ – ო.

რამდენი ცხვირი აღმოჩენილა იქ სადაც არ ესაქმება

ეს ძირითადად მაინც კახელებს ეხებათ. ნუ მიწყენთ კახელებო, სიმართლე მწარეა-მეთქი ვთქვი უკვე. მაგრამ კახეთში არ იცავენ სუბორდიანაციას ადმიანის პირად ცხოვრებასთან მიმართებაში. (არა,სრულიად საქართველოში თუ იცავენ?! ) Continue reading