ანორექსიას გადავურჩი :)

წონა  ჩემი პრობლემაა. მაგრამ არა – ზედმეტი, პირიქით. რაც თავი მახსოვს სულ მომატება მინდა. სულ შვიდიოდე კილო მჭირდება იდეალურ წონამდე. აი მაშინ ვიქნები იდეალური აღნაგობის (იფ,იფ,იფ).

არა, ასეთი არ ვარ :დ

მეორე ბავშვი რომ გავაჩინე, მაშინ  დაახლოებით ვიყავი 57 კგ. ბევრი ვეცადე არ დამეკლო, მაგრამ მაინც გავხდი. კარგა ხანი ვიყავი 45კგ და ეს ძალიან მაწუხებდა. მაწუხებდა გარშემომყოფების : „რა გამხადრი ხააარ?!“-ს „ვაი შე საწყალო“ სახის ფონზე წარმოთქმა. კიდევ „რატომ ხარ ასეთი გამხდარი?“. – არ მაჭმევენ დეიდებო და ბიძიებო. მოკლედ დამღალეს. Continue reading

Advertisements