რა გზით შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხალხის წახალისება?

რატომ უნდა ასოცირდებოდეს გააქტიურებული პოლიტიკოსი არჩევნებთან? მე, ქვეყნის ერთმა, უბრალო მოქალაქემ ხომ ვიცი, რომ ეს აქტიურობა და „ქვეყნის აღმშენებლობა“ ზუსტად არჩევნების დღესვე მკვეთრად დამუხრუჭდება. ამის მერე კი დაველოდები მომდევნო არჩევნებს სურვილების ასრულების მოლოდინით. იქნებ ეზოში რომ ელექტროენერგიის ბოძია დაზიანებული, ბოლოსდაბოლოს დაადგეს საშველი და მაშინ მაინც შეიცვალოს სანამ ვინმეს/რამეს არ დააშავებს.

ყველაზე აქტუალური მაინც დაპირებებია. იმედის მომცემი, მზეს რომ მიწაზე ჩამოგიტანენ – ისეთი დაპირებები. ეს დაპირებები ისევე აორთქლებადია პოლიტიკოსების გეგმებიდან, როგორც ოხშივარავარდნილი ყავა ჩემი საწერი მაგიდიდან – კუჭის სასრგებლოდ. მაგრამ მაინც მორჩილად ვისმენთ გაცვეთილ  (თუნდაც ახალ – შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი რომ არ იცვლება ეგაა) ფრაზებს და გულის სადღაც, პაწაწინა კუნჭულში მათი ასრულების იმედიც კი გვაქვს. Continue reading

იდეალური დილის სექსი

ძილიდან ოდნავ გამოერკვა. კერტების  ტკივილმა ღამე გაახსენა. ვნებიანი, გიჟური ღამე. მაგრამ ის სად არის? წავიდა? უკეთესიც არის თუ წავიდა და მის გაღვიძებას არ დაელოდა. არ უნდოდა ახალი გაღვიძებული ენახა ვინმეს, წინა საღამოს გაცნობილ მამაკაცს-მით უმეტეს. ეს წინააღმდეგობაში მოდიოდა წუხანდელ, ცეცხლოვან ღამესთნ.

სამზარეულოში რაღაც გაბრახუნდა. აქ არის! ვერაფრით გაიხსენა ზუსტად როგორი იყო მისი რჩეული. მხოლოს ის ახსოვდა, რომ ნავარჯიშევი ტანი და ლამაზი მკერის კუნთები ჰქონდა, რასაც ასე აფასებდა მამაკაცში.

ფეხის ხმაზე მიხვდა, რომ მისკენ გამოემართა და სასწრაფოდ თავი  მოიმძინარა. ფეხის ხმა საწოლთან შეწყდა და ვაჟის სუნთქვა სახეზე იგრძნო.

–         ჰეი – მიესალმა ჩუმად სასიამოვნო ხმა. Continue reading