სილამაზის სტანდარტები როგორც ასეთი

იმის გარდა რომ მივეჩვიეთ იდეალური ტრაკების ყურებას ინსტაგრამზე, თვალსა და ხელს შუა შემოგვატენეს ტენდენცია რომ წვრილი წელი უნდა ჰქონდეს ქალს, განიერი თეძოები და დიდი ტრაკი. მაგ გოგოებს რომ ვუყურებ, რა თქმა უნდა იმათ ეხება ვისაც ხელოვნურად აქვს ასე დაყენებული ტანი, აღიქმებიან როგორც გასაბერი ქალები. რანაირად უნდა დაიანახო პიროვნება ადამიანში რომელსაც გასაბერი თოჯინასავით აქვს უზარმაზარი ტრაკი და თეძოები. გგონია რომ მისი არსებობა მხოლოდ იმისთვის არის საჭირო რომ დოგისთაილზე დააყენო.

სხვაზე ვერაფერზე კონცენტრირდები. უბრალოდ უყურებ ამ იდეალურად მრგვალ,.უზარმაზარ ტრაკს და მორჩა, ვერაფერზე ვეღარ ფიქრობ. მე, აბსოლუტურად სთრეთ ადამიანს რომ ასეთი აზრები მიჩნდება, საშუალოსტატისტიკურ მამრს რაღა მოვთხოვო? 🙂

ნარაირად და რატომ დავადგინეთ რომ ლამაზია ასეთი აგებულება? ბუნებრივად პუტკუნებზე არ ვლაპარაკობ. პირიქით, ვგიჟდები ხორციან გოგოებზე. მაგრამ ეს, კარდაშიანისებრთა ოჯახი საერთოდ სხვა გაზომილებაა ხალხნო, რა დავაკელით სამყარომ მაგათ?!

მოკლედ, დავფიქრდი იმაზე თუ მაქსიმუმ რა მსხვერპლი გამიღია სილამზის სტანდარტებში რომ მოვთავსებულიყავი. დღემდე კატასტროფად მიმაჩნია პერმანენტული მაკიაჟი რომ გავიკეთე (იგივე ტატუ-მაკიაჟი).

დაახლოებით ერთ წელში გადავიდა ის ფერი, რაც მქონდა და დარჩა მოწითალო. ეს წარბები. და ტუჩები საერთოდაც, ლურჯია. სიცივისგან რომ გაგილურჯდება ადამიანს ეგეთ ფერზეა. ძალიან ვნანობ, მაგრა რაღა დროს.

არ ვიცი დაშვებულ შეცდომებზე მეტად სად ვსწავლობთ, მაგრამ ერთ-ერთი სერიოზული პლასტიკური ჩარევა, რომელზეც ვფიქრობ, არის – მამოპლასტიკა

დაწერეთ კომენტარებში ვის რა “ჩაგიდენიათ” ე.წ სილამაზისთვის 🙂