მე დავბრუნდი

არ მჯერა რომ აქ ვარ. არც იმის მჯერა რომ ვწერ… და საერთოდაც, ეს აქ რა მოსატანია – ჩემი ოპტიმიზმი პესიმიზმისკენ იცვლება ამ ბოლო დროს. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ სანამ დავბერდები ბევრი რამ მოვასწრო. მოსასწრები კი იცოცხლეთ ბევრი მაქვს. ჯერ არაფერი დამიგეგმავს, უბრალოდ ზოგადი გეგმებია, რომლებიც განხორციელდება თუ არა ოდესმე ესეც ჯერ კიდევ საკითხავია.

მოკლედ, წარმატებები მე, წარმატებები თქვენ და ვეცდები მოგვიანებით დაწვრილებით მოგიყვეთ ყველაფერი:*

ჩემი on line მეგობარი

მინდა მოგიყვეთ მეგობარზე, რომელიც სამიოდე წლის წინ გავიცანი ერთ-ერთ საიტზე და გუშინ, რელიგიური აზრთა სხვადასხვაობის გამო გამომიცხადა რომ ჩემნაირ მწვალებლურაზრებიან ადმიანთან ურთიერთობას ვერ გააგრძელებდა. შოკირებული ვარ. იმის მიუხედავად (გარკვეულ მიზეზთა მიზეზების გამო), რომ არასოდეს მინახავს პირადად და არც ართმანეთის ხმა გაგვიგონია(მხოლოდ მიწერ-მოწერით შემოვიფარგლებოდით) ვთვლიდი რომ საკმაოდ კარგად ვიცნობ მას, როგორც ადამიანს. აღფრთოვანებაში მოვყავდი მის იუმორის გრძნობას და არც მე ვუჩივი მაინცადამინც. ჩემთვის არის წარმოუდგენელი, როგორ შეიძლება ამდენი ხნის მეგობრობა ერთი ხელის მისმით წაშალო იმის გამო, რომ მე-ერთ უბრალო მოკვდავს-მაქვს ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი და მართლა საეჭვო კითხვა ჩემს საკუთარ რელიგიასთან დაკავშირებით. იმის გამო რომ მე ხანდახან არ მჯერა საიქიოს არსებობის, შესაბამისად მარხვაც აზრს კარგავს ამ შეთხვევაში იმიტომ, რომ სულის ცხონებისთვის მარხულობ. Continue reading