თავს დამნაშავედ ვგრძნობ მათ წინაშე ვინც ჩემ ბლოგს სტუმრობს. იმდენად ბევრი საფიქრალი გამიჩნდა ამ ბოლო დროს, რომ წერისთვის ვერ მოვიცალე. ახლაც მხოლოდ თქვენს წინაშე ვალდებულება მალაპარაკებს. ზოგადი წარმოდგენა მაინც შეგექმნებათ იმაზე, თუ რატომ ვარ „დაკარგული“.
სექტემბრისთვის უამრავი რაღაც ჩავიფიქრე, მაგარმ თითქმის არაფერი გამომივიდა ერთი გაუთვალისწინებელი საქმის გამო. ძალიან საჭირო და ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს საქმეც (იმაზე მეტიც კი არის, რის გაკეთებასაც ვაპირებდი), მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. იმის გარდა რომ ვეღარ ვასრულებ ჩანაფიქრს ისიც დაემატა, რომ არც ისე ადვილი ყოფილა საქმის დაწყება:/ გგონია რომ ყველაფერი გათვლილი გაქვს, მაგრამ იმდენი წვრილმანი ჩნდება მერე, რაღაც მომენტში ყველაფრის დაკიდებას გადაწყვეტ.
და აი ყველაზე მთავარი: იცით რა მამხნევებს ამ სიტუაციაში? თეას შემართება და შურიანი ადამიანები ჩემ გარშემო.
- ყოველთვის როცა წინააღმდეგობას ვაწყდები ვფიქრობ:“თეა ამას აუცილებლად მიიყვანდა ბოლომდე“ და მეც ვცდილობ მას მივბაძო.
- კონკურენტი საქმეში,რომელსაც არ ეპრიანა ჩემი გამოჩენა 😀 . მადლობა მას, რადგან (არის კიდევ რამოდენიმე შურიანი ადამიანი, ასევე მადლობა მათ) ის მაძლევა სტიმულს, რომ გავაკეთო ყველაფერი მასზე უკეთ 🙂
მახსოვხართ და მიყვარხართ! ❤
რა საქმეა მასეთი?უფრო დაკონკრეტდი პლზ:)
LikeLike
თორემ ვალდებულება მოხდილად არ ჩაგეთვლება:)
LikeLike
სალონს ვაკეთებ 🙂
LikeLike
აუუ რა მაგარია ერთ დროს ჩემი ოცნება იყო მაგრამ ეხლა სხვა ოცნება მაქვს:) თან მანიკურის გაკეთება და თმის დავარცხნა ძალიან მეხერხება და მიყვარს ეგ საქმე-<3 წარმატებები. კონკურენცია კი დიდია მაგეამ ხარისხი წარმატების შანსს ზრდის
LikeLike
მადლობა ❤
LikeLike
წარმატებებიი :))) კონკურენცია კარგია, ყოველთვის უფრო კარგად აკეთებ საქმეს, ვიდრე ისე გააკეთებდი…
LikeLike
მადლობაა :* ნამდვილად კარგია 🙂
LikeLike
წერის დაგეგმვა რა ოხრობაა, როცა გეწერება მაშინ უნდა წერო 😉
LikeLike
მართალი ხარ 🙂 მაგრამ გადის დრო და ახალი ჩანაწერი რომ არაა ბლოგზე მაწუხებს:))
LikeLike
დაილიდე ეგ, როცა დაგეწეება მაშინ წერე 😉
LikeLike
რა ქენი? გახსენი სალონი? 🙂
წარმატებები თეა ♥ შენ შეძლებ!
LikeLike
გახსენი სალონი? წარმატებები ნებისმიერ შემთხვევაში….
LikeLike
კი, გავხსენი რა ხანია. საქმე ასე თუ ისე ნელ-ნელა მიიწევს წინ. მადლობა კეთილი სურვილებისთვის :*
LikeLike