სექსი ტრანსგენდერთან

 

 

ფბ-ს მორიგი სქროლვისას კესარია აბრამიძის ფოტოს მოვკარი თვალი და უკვე მარამდენედ გავიფიქრე რა ლამაზია-მეთქი. ამ ფიქრს მოჰყვება ხოლმე ავტომატურად მეორე: როგორ უნდა თქვას გოგომ კესარიაზე ლამაზი ვარო, მითუმეტეს როცა არ არის. იყო შემთხვევები და არა ერთი. მაგრამ ეს იქით გადავდოთ. რაზე დავფიქრდი იცით? მექნებოდა თუ არა სექსი ტრანსგენდერთან, ანუ ადამიანთან რომელიც იყი ქალი და ახლა არის კაცი.

(ტრანსგენდერი (ლათ. trans – მიღმა, gender – სქესი) – ქოლგა ტერმინი ადამიანებისათვის, ვისი გენდერული იდენტობა ან/და გენდერული თვითგამოხატვა განსხვავდება დაბადებისას მათთვის მინიჭებული სქესისგან. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემო­იფარგლება, შემდეგ კატეგორიებით: ტრანსსექსუალი, ქროს-დრესერი და სხვა გენდერულად ცვალებადი ადამიანები. ტრანს­გენდერი ადამიანები საკუთარი თავის იდენტიფიკაციას შეიძლება ახდენდნენ ტრანსგენდერ ქალებად (Male to Female (MtF) – ბიოლო­გიური კაცი, რომელიც ტრანზიციას განიცდის, როგორც ქალი) და ტრანსგენდერ კაცებად (Female to Male (FtM) – ბიოლოგიური ქალი, რომელსაც ტრანზიციას გადის, როგორც კაცი). ტრანსგენდერმა ადამიანმა შეიძლება გადაწყვიტოს, შეცვალოს საკუთარი სხეული ჰორმონულად ან/და ქირურგიული გზით. წყარო – იდენტობა).

ძალიან დიდი აჟიოტაჟია ხოლმე ამასთან დაკავშირებით მამაკაცების მხრიდან. ილანძღებიან, იფურთხებიან, როგორო კაცოო, რომ ვიციო რომ კაცი იყოო, როგორ მექნება მაგასთან რამეო – აცხადებენ ქართველი “მურთაზები”. ჰოდა, აი, მე ვიფიქრე, ვინ შეიძლება იყოს იმაზე სრულყოფილი, ვიდრე მამაკაცი რომელმიც საკუთარი თავივით იცის შენი სხეული. პირდაპირი მნიშვნელობით რა თქმა უნდა. მე მგონია (რაღა თქმა უნდა ჩემი სუბიექტური და ჯერ-ჯერობით დაუტესტავი აზრით), რომ ვერცერთი მამაკაცი შეძლებს მინიჭოს ქალს ისეთი სიამოვნება, როგორც ტრანსგენდრ ადამიანს. რატომ არ უნდა სცადო პრინციპში?

ვინმეს თუ ჩემზე ადრე გექნებათ სექსი ან უკვე გქონდთ 

ზემოაღწერილ სიტუაცასთან ახლოს მყოფ ადამიანთან, 

გთხოვთ არ დაიზაროთ და მომიყვეთ. 

რამდენად გამართლდება ჩემი ვარაუდი საინტერესოა : ) რას ფიქრობთ თქვენ? გეაჯებით არ დაიზაროთ და დამიტოვეთ კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით.